www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: პალიტრანიუსი
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 2 ნოემბერი

"პალიტრა მედია ჰოლდინგი"-ს წევრი კომპანია "პალიტრა ნიუსი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

2015 წლის 30 ნოემბერს "პალიტრა TV" შეცვლილი სახელითა და ფორმატით გავიდა ეთერში, როგორც "პალიტრანიუსი" - ახალი ამბების ტელევიზია და მაყურებელს ქართული რეალობისთვის ინოვაციური ეთერი და ბადე შესთავაზა. "პალიტრანიუსი" მაყურებელს საშუალებას აძლევს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მოკლე დროში მიიღოს ახალი და ამომწურავი ინფორმაცია. მაუწყებლობა 24- საათიანია, ინფორმაციის განახლება კი ყოველ საათში ერთხელ ხდება ქართული და უცხოური პოლიტიკური პროცესების, ეკონომიკის, ბიზნესის, კულტურის, სპორტისა და სხვა სფეროებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. "პალიტრანიუსი" მაყურებელს მოკლე ქრონომეტრაჟიან მრავალფეროვან შემეცნებით რუბრიკებსა და თოქ-შოუებს სთავაზობს. "პალიტრანიუსი" არის მათთვის, ვისთვისაც დრო მნიშვნელოვანია.
ახალი ამბების ტელევიზია "პალიტრანიუსი" მაუწყებლობს როგორც საქართველოს ფარგლებში, ასევე მის გარეთ. დაფარვის არეალი მთელი საქართველოა.

დაინტერესებული პირები, განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://hr.palitra.ge/vacancy/0xa20b005056a2625311ec2b3b462326c7 ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@palitra.ge და "Subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2 ნოემბერი.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |