www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ევექსის ჰოსპიტლები
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 12 ნოემბერი

"სს ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს ვაკანსიას ექთნის პოზიციაზე კავკასიის მედიცინის ცენტრში.

"სს ევექსის ჰოსპიტლები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ქავთარაძის ქ. 23

განყოფილებები და გრაფიკები:

** გადაუდებელი მედიცინის განყოფილება- გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა;
** ანესთეზიის განყოფილება- გრაფიკი: 8სთ კვირაში 5დღე/16საათიანი მორიგეობა;
** კრიტიკული მედიცინის განყოფილება- გრაფიკი: 8სთ კვირაში 5დღე/16 ან 24 სთ მორიგეობა;
** პოსტოპერაციული და ინტენსიური თერაპიის განყოფილება- გრაფიკი: 8 სთ კვირაში 5დღე/16საათიანი მორიგეობა;
** საოპერაციო ბლოკის განყოფილება- 8სთ კვირაში 5დღე/16საათიანი მორიგეობა;
** სასტერილიზაციო განყოფილება- გრაფიკი: 16 საათიანი მორიგეობა;
** ნევროლოგიის, უროლოგიის, ქირურგიის, შინაგანი მედიცინის განყოფილების პალატის ექთანი- გრაფიკი: 8სთ კვირაში 5დღე/16 ან 24 სთ მორიგეობა.

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
** საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების (პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება, ჩანაწერები და სხვა) შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** საექთნო დოკუმენტწარმოება;
** შიდა უწყვეტ საექთნო განათლების სქემაში მონაწილეობა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტი:
- პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი ან სტუდენტის ცნობა;
- უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა III სემესტრიდან;
- პროფესიული კოლეჯის ბებია-ქალის დიპლომი 3 წლიანი სტაჟის შემთხვევაში ექთნის პოზიციაზე, ან გადამზადების სერტიფიკატი.
** სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 12 ნოემბერი, 2021 წელი.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/eqtani-kavkasiis-medicinis-centrshi/631

"სს ევექსის ჰოსპიტლები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |