www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: მეამა
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

"მეამა" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე "მეამა ქოლექთისთვის".

"მეამა ქოლექთი" არის ახალი კონცეფციის ყავის ობიექტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს, როგორც "მეამას" კაფსულის 17 უნიკალურ გემოს, ასევე ყავაზე დაფუძნებულ სხვადასხვა კოქტეილებს.

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს - სწავლის და მუშაობის შეთავსება ჩვენთან შესაძლებელია (ცვლების მიხედვით, კვირაში 40 სთ);
** გემრიელ და არომატულ ყავას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საბოლოო ეტაპზე შერჩეული კანდიდატების პროფესიული გადამზადება "მეამას" პროდუქტების და მუშაობის სტანდარტების შესაბამისად.
** კონკურენტული ანაზღაურება და საბონუსე სისტემა

კანდიდატის ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები იქნება:

** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** ცხელი და ცივი ყავის სხვადასხვა სახეობის სასმელების მომზადება;
** "მეამას" პროდუქტების დეტალური ცოდნა და მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქტის შერჩევა;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
** სამუშაო გარემოში ჰიგიენური ნორმების დაცვა.

მოთხოვნები:

** მნიშნელოვანია კანდიდატს ჰქონდეს გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2)
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და პუნქტუალური;
** საბაზისო დონეზე საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ბარისტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. მისამართზე: career@meama.ge - 5 ნოემბრამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - "ბარისტა, ქუთაისი".

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "მეამა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |