www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: კაპიტოლ ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 11 ნოემბერი

"კაპიტოლ ჰოლდინგი" ეძებს ფინანსურ ანალიტიკოსებს, სხვადასხვა პროფილებით, შვილობილი კომპანიებისთვის (განსაზღვრულია რამდენიმე ვაკანტური ადგილი).

ძირითადი უფლება-მოვალეობები:

** ჰოლდინგში შემავალი კომპანია/კომპანიების საქმიანობის ფინანსური ანალიზი და მიმდინარე ანალიტიკური რეპორტების წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში ახალი რეპორტების ფორმების შემუშავება და დანერგვა;
** ფინანსური ვალდებულებების (დებიტორული დავალიანება) ანგარიშის მომზადება, კონტროლი და სხვადასხვა სახის შედარების აქტების გაფორმების მონიტორინგი;
** კომპანიის ფინანსური ანგარიშგებების მომზადება (მოგება-ზარალი; ქეშ ფლოუ);
** კომპანიის მოკლე და გრძელვადიან ფინანსურ პროგნოზირებაში აქტიური ჩართულობა;
** ჰოლდინგის და ჰოლდინგში შემავალი შვილობილი კომპანიების პერიოდული ფინანსური ანალიზის შექმნაში მონაწილეობის მიღება:
** კომპანიის ფინანსური პროცესების აღრიცხვისა და კონტროლის სისტემის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით, ან/და ფინანსების განხრით კვალიფიკაციის განმსაზღვრელი შესაბამისი სერტიფიკატის ქონა;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ფინანსური მიმართულებით, ან/და მომიჯნავე სფეროებში;
** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი
სამუშაო ადგილი: თბილისი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (ფოტო სურათით), შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@capitol.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ფინანსური ანალიტიკოსი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |