www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: ფოლადის სახლი
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 25 ოქტომბერი

ლითონის და სხვა სამშენებლო მასალების ერთ ერთი მსხვილი მწარმოებელი და თრეიდერი კომპანია "ფოლადის სახლი" სწრაფად მზარდი კომპანიაა, 2021 წელს კომპანია განვითარების მზარდი ტემპებიდან გამომდინარე, ახალ ეტაპზე გადასვლას, შიდა რეფორმებსა და დიდ გარდაქმნებს გეგმავს. ეს იქნება ჰოლდინგი, რომელიც გარდა რამდენიმე მსხვილი ბიზნეს მიმართულებისა, დაიქვემდებარებს შვილობილ კომპანიებსაც.

კომპანია "ფოლადის სახლის" შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, ესტუმროთ ვებგვერდს: www.poladissakhli.ge

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ყველა სოციალური მედია არხის მართვა (მათ შორის: Facebook, Instagram, LinkedIn);
** Facebook ads სრულყოფილად მართვა;
** სოციალური მედიის სტრატეგიის გაწერა და აღსრულება;
** კრეატიული კონტენტის შექმნა, იდეების გენერირება და დიზაინერთან ერთად ვიზუალზე მუშაობა;
** კომპანიების სოციალური გვერდების სტატისტიკის წარმოება, რაციონალური და არგუმენტირებული ანალიზი და რეპორტინგი, ამის საფუძველზე გაუმჯობესებების რეკომენდაციების შემოთავაზება;
** კომპანიის ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით საინტერესო თემების გამოვლენა და შემდგომ განთავსება კომპანიის ვებგვერდზე/სოციალურ ქსელში;
** კომპანიის სიახლეების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსება;
** ახალი იდეების გენერირება კომპანიის ცნობადობის გაზრდისთვის; აქტიური ჩართულობა კლიენტთან კომუნიკაციაში პროექტის მენეჯერთან და გუნდის სხვა წევრებთან ერთად;
** კომპანიის ვებგვერდის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:

** ძირითად სოციალურ ქსელებში და მათ სარეკლამო პლატფორმებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** მარკეტინგის პრინციპების ცოდნა - პოზიციონირება. სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და ა.შ.;
** ქოფირაითის პრინციპებისა და ტექნიკების საბაზისო ცოდნა;
** გამართულად წერისა და აზრის ლაკონიურად, გასაგებად ჩამოყალიბების უნარი;
** განვითარების და სიახლეების სწავლის სურვილი.

არსებული ბენეფიტები: კვება, კორპორაციული ნომერი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ივანე იუმაშევის ჩიხი 14 (კახეთის გზატკეცილი, ლილოს მიმდებარედ)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 საათი

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@poladissakhli.ge - 2021 წლის 7 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი.

კომპანია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |