www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრობლემური აქტივების მართვის ოფიცერი
მომწოდებელი: დი სი ეი საქართველო
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 31 ოქტომბერი

პრობლემური აქტივების მართვის კომპანია შპს "დი სი ეი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების მართვის ოფიცრის პოზიციაზე კახეთის რეგიონში.

ძირითადი მოვალეობები:

** ბანკების პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა;
** მოვალეებთან ვიზიტი, მოლაპარაკების წარმოება ვალდებულების შესრულებისა და დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით;
** პრობლემური აქტივების მართვა და ანგარიშების წარდგენა შესრულებულ სამუშაოზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან/და ეკონომიკური);
** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა (უპირატესობა მიენიჭებათ დამატებით რუსული ენის მცოდნე პირებს);
** კანდიდატს სავალდებულოდ უნდა ჰყავდეს მსუბუქი ავტომობილი, შესაბამისი მართვის უფლებით;
** პრიორიტეტულია სამართალდამცავ, საგადასახადო, სააღსრულებო, ადმინისტრაციულ ორგანოებში, საბანკო სექტორში, და მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა;
** გაწონასწორებულობა;
** მიზანდასახულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

პრობლემური აქტივების მართვის ოფიცრის ანაზღაურება განისაზღვრება საბონუსე სისტემით, მინიმუმ 250 ლარი (დარიცხული).

დაინტერესებულმა პირებმა CV ფოტოსურათით გამოგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: dcageorgia.vacancy@gmail.com. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 31 ოქტომბერი.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიცია და ქალაქი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |