www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიმღების თანამშრომელი
მომწოდებელი: ბრიტანულ-ქართული აკადემია
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 20 ნოემბერი

"ბრიტანულ-ქართული აკადემია" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტში მიმღების-თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** აკადემიის შენობის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი;
** მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლებისა და სტუმრების შენობაში შესვლისა და გასვლის მონიტორინგი და აღრიცხვა;
** შენობაში უცხო პირთა შესვლის აღკვეთა;
** აკადემიის შენობაში წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;
** კონფლიქტური სიტუაციების აღმოფხვრა / განეიტრალება და დასაქმებულის ადმინისტრაციისა და შესაბამისი პედაგოგების დროული ინფორმირება;
** მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობითი და კეთილგანწყობილი ურთიერთობების დამყარება;
** სამუშაო დღის განმავლობაში შენობის ინფრასტრუქტურის შემოწმება;
** საგანგებო სიტუაციებში (მიწისძვრა, ხანძარი, წყალდიდობა და სხვა) მოსწავლეების, თანამშრომლებისა და შენობაში მყოფ სხვა პირთა დაცვა და მათი ევაკუაციისთვის ხელშეწყობა; და სხვა.
** საჭიროების შემთხვევაში სხვა მცველის ჩანაცვლება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში;
** უნიფორმის შესაბამისი წესით ტარება;
** ალკოჰოლთან, თამბაქოსთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებული პოლიტიკის წესების შესრულება და მონიტორინგი;
** შრომის უსაფრთხოების და დაცვის სამსახურის ყველა შიდა დოკუმენტში აღწერილი წესების შესრულება; და სხვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** კომუნიკაციისა და ორგანიზებულობის უნარები;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ https://www.dropbox.com/s/fbd1i9y424fxh5u/bga-app-form3.pdf?dl=1 " target="_blank">CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: bga@bga.ge 2021 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - მიმღების თანამშრომელი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |