www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: არასიცოცხლის ზარალების მენეჯერი
მომწოდებელი: გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 11 ნოემბერი

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" არის წამყვანი საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის Global Benefits Group (GBG) ექსკლუზიური რეგიონული წარმომადგენელი საქართველოში 2017 წლიდან. "Global Benefits Group" ამერიკული საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფია. 37-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია გლობალურ ბაზარზე ოპერირებს, მსოფლიოს 120 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობითი ოფისები და ვაჭრობს ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას არასიცოცხლის ზარალების მენეჯერის პოზიციაზე.

მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5

ძირითადი მოვალეობები:

** ზარალზე რეაგირება მორიგეობის პერიოდში;
** შემთხვევაზე გასვლა საჭიროების შემთხვევაში;
** სურათების გადაღება დაზიანებული ქონებისთვის;
** განაცხადის შევსების უზრუნველყოფა;
** ზარალზე ყველა საჭირო დოკუმენტაციის მოძიება/შეგროვება;
** ზარალის შეფასების გადამოწმება;
** ზარალის დარეგულირება;
** კლიენტის ინფორმირება ზარალის დარეგულირების პროცედურებსა და ვადებთან დაკავშირებით;
** კლიენტთან ზარალის ანაზღაურების პროცესში სწორი მოლოდინების შექმნა ხელშეკრულების ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია სადაზღვევო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ავტომობილის მართვის მოწმობა B კატეგორია და სულ მცირე მართვის ერთწლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Microsoft Office).

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოლაპარაკების უნარი;
** აზრის გამართულად და მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარი;
** ახალ გარემოში ადაპტაციის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** კონფლიქტების მართვის უნარი;
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** ანალიზის უნარი;
** გუნდურობა.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელფოსტაზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |