www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ციტადელი
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 11 ნოემბერი

კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.

კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal", რუსული კომპანია "Sveza" და სხვა.

კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.citadeli.com

"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალში შემოსული მომხმარებლებისთვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლებისთვის პროდუქციის შეთავაზება და გაყიდვაზე ზრუნვა;
** ბაზაში არსებული ხელოსნების მომსახურება, ახალი ხელოსნების დამატება და ბაზის გაფართოება;
** ფიზიკური პირების იდენტიფიცირება, ბაზის ფორმირება და რეპორტინგი;
** ადმინისტრაციული/ბუღალტრული დოკუმენტების წარმოებაზე კონტროლი;
** მაღაზიაში მერჩენდაიზინგის დაცვა კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
** სააქციო კუნძულების მოწყობა/მოწესრიგებაზე ზრუნვა;
** მაღაზიაში არსებული პროდუქტების სისუფთავეზე ზრუნვა;
** ფასმაჩვენებლების განთავსება/განახლება;
** მაღაზიაში პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის აღწერის, ინვენტარიზაციის ზედამხედველობა;
** მაღაზიაში მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვაზე ზრუნვა და თანამშრომლების ზედამხედველობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ოპერატიული;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი N118.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2021 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |