www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების ექსპერტი
მომწოდებელი: Monde Group Developers Company
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 11 ნოემბერი

MONDE GROUP DEVELOPERS COMPANY აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ექსპერტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტების სრულყოფილად შესწავლა
** პოტენციური კლიენტებისათვის პროდუქტის შეთავაზება და მოლაპარაკებების წარმოება
** სატელეფონო ზარების განხორციელება/მიღება
** ობიექტებზე ვიზიტი საჭიროებისამებრ
** ოფისში მოსული კლიენტისთვის პრეზენტაციის წარდგენა და სრული ინფორმაციის მიწოდება
** პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობის დამყარება და განვითარება
** მომხმარებლების კმაყოფილებაზე ორიენტირება
** დაგეგმილ აქტივობებზე ყოველკვირეული რეპორტინგი
** შესასრულებელი სამუშაოს ეფექტურად დაგეგმარება და დროის სწორად განაწილება

პიროვნული თვისებები და უნარები:

** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი
** მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი
** კრეატიული აზროვნება
** კომუნიკაბელურობა
** პრეზენტაბელურობა
** ენერგიულობა
** ორგანიზებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ინფორმაციის და ინსტრუქციების გაცნობის/ათვისების უნარი
** დროის მართვის უნარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სავალდებულოა
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე სავალდებულოა

ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი + მზარდი ბონუსი
ოფისის მისამართი: თბილისი, საბურთალო, ბიძინა კვერნაძის 7 (სპორტის სასახლესთან)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით მეილზე mondeehouse@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |