www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დირექტორის მოადგილე კომერციულ საკითხებში
მომწოდებელი: თბილისის რძის ქარხანა
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 11 ნოემბერი

შპს "თბილისის რძის ქარხანა" (რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია) აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: დირექტორის მოადგილე კომერციულ საკითხებში.

მოვალეობები:

** საქონლის გაყიდვების დაგეგმვის განხორციელება, პროდუქციის ბაზარზე პოპულარიზაცია;
** გაყიდვების წინასწარი საქმიანობის შემუშავება და ორგანიზება;
** საქონლის ბაზრის კვლევა;
** მოთხოვნილ საქონელზე ინფორმაციის შეგროვება, ცვლილების მიზეზების განსაზღვრის (გაზრდა, შემცირება) შესახებ, მყიდველთა მოთხოვნების გაანალიზება;
** საქონლის სარეალიზაციო ქსელის ორგანიზება, ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;
** საქონლის პოტენციური და პერსპექტიული მყიდველების გამოვლენა და მათთან საქმიანი ხელშეკრულებების გაფორმება;
** მყიდველებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** მომხმარებლამდე საქონლის მიწოდების ან გადაზიდვის კონტროლი, გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით;
** მყიდველის მიერ საქონლის დავალიანების კონტროლი გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;
** გაყიდვების მოცულობის გაანალიზება და ანალიზის შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება ზემდგომ თანამდებობის პირთან წარსადგენად;
** ახორციელებს ღონისძიებებს საქონლის სამომხმარებლო მოთხოვნაზე, ასტემულირებს გაყიდვებს, კოორდინაციას უწევს სარეკლამო ღონისძიებებს, უზრუნველყოფს კომპანიის საქონლის პრეზენტაციას გამოფენა გაყიდვებზე.

მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** კვების პროდუქტების რეალიზაციის სფეროში 5 წლიანი გამოცდილება;
** ასაკი 30-50 წელი;
** რუსული ენის ცოდნა;
** უმაღლესი განათლება.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი 8 საათი, 9:00-დან 18:00-მდე (5 სამუშაო დღე)
** კომფორტული სამუშაო პირობები
** ოფიციალური გაფორმება
** ანაზღაურება: 4375 ლარიდან

საწარმო მდებარეობს ლილოს ინდუსტრიულ ზონაში. ქ. ე. აფხაზავას # 27

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/ რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: info@tmf.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "დირექტორის მოადგილე კომერციულ საკითხებში".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |