www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სპეციალისტი
მომწოდებელი: პროფესიული უნარების სააგენტო
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 22 ოქტომბერი

"პროფესიული უნარების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.

"პროფესიული უნარების სააგენტო" არის არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომლის ამოცანებია ქვეყნის ეკონომიკის საჭიროებებზე მისადაგებული, თანამედროვე პროფესიული უნარებისა და ინდივიდის საჭიროებებზე მორგებული, ინკლუზიური პროფესიული განათლების განვითარების და პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სააგენტოს შესყიდვების პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულება;
** სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ყველა ტიპის პროცესის წარმართვა;
** სააგენტოს შესყიდვების გეგმის ატვირთვა და დარეგისტრირება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
** შესყიდვების განხორციელებისთვის საჭირო პროცედურების შესრულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
** შესაბამისი ხელშეკრულებების მომზადება და საჭიროების შემთხვევაში, მათში ცვლილებების შეტანა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
** სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების რეგისტრაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
** განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ანალიზი სახელმწიფო შესყიდვების გეგმასთან მიმართებით;
** მომწოდებლებთან ურთიერთობა, შესაბამისი პროდუქციის მოძიება, ფასების მონიტორინგი;
** სააგენტოს ლოჯისტიკური პროცესების დაგეგმვა და მართვა;
** ტრანსპორტირების პროცესების კოორდინირება;
** სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** კომპეტენციის ფარგლებში, სხვა დამატებითი ფუნქციების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პოზიციის რელევანტური უმაღლესი ან პროფესიული განათლება
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება შესყიდვების ან/და ლოჯისტიკის მართვის მიმართულებით
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა
** MS Office საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა

თანამდებობრივი სარგო: 2000

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, 22 ოქტომბრის ჩათვლით, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: HR@geoskills.ge. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |