www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე კონსულტანტი
მომწოდებელი: Mi store
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 11 ნოემბერი

Xiaomi-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში "Mi store"-ის მაღაზია სამუშაოდ იწვევს ყველას, ვისაც უნდა და შეუძლია მოლარე კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობა.

სამუშაო ადგილი: ბათუმი
განაკვეთი: სრული
დასვენება: კვირაში 2 დღე

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა;
** პროდუქციის მიღება, დახარისხება, ვიტრინებში განთავსება და მოწესრიგება;
** სასაქონლო ნაშთების აღწერა და მათი კონტროლი.
** სალაროს აპარატთან და ტერმინალებთან მუშაობა.

პროფესიონალს უნდა ჰქონდეს:

** შესასრულებელი სამუშაოს ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სისხარტე და ოპერატიულობა;
** ლოგიკური საკითხების გადაწყვეტის უნარი;

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;
** ტექნიკის სფეროში გამოცდილება;
** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება გაყიდვების და მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში.

ჩვენ შეგასწავლით:

** Xiaomi-ის ტექნიკის და აქსესუარების შესაძლებლობებს;
** გაყიდვების ხელოვნებას;
** კლიენტთან მომსახურების ფსიქოლოგიას.
** სალარო ოპერაციებს - ფინას პროგრამას.

თუ თქვენ გსურთ შეუერთდეთ კომპანიას, რომელიც მუდმივ რეჟიმში ზრუნავს მეგობრული გარემოს შექმნაზე, თანამშრომლების მაღალ მოტივაციაზე, მათ სწავლება განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე, რომელიც მხარს უჭერს თანაბარი შესაძლებლობების შექმნას და თანასწორი უფლებების გამოყენებას კომპანიაში, გამოაგზავნეთ CV მისამართზე: ekoteqnika@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ეკოტექნიკამ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |