www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: აგროჰაბი
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 31 ოქტომბერი

კომპანია "აგროჰაბი", ნატურალური პროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში! აცხადებს კონკურსს წარმოების ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
მენეჯერის კატეგორია

ძირითადი მოვალეობები:

** ბრენდის ზოგადი და მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა და მართვა.
** ბრენდული პროდუქციის ცნობადობის ხელშეწყობა და გაძლიერება.
** ხელშეწყობის ფორმების/გზების დამოუკიდებლად განსაზღვრა და მენეჯმენტთან წარდგენა/შეთანხმება.
** წარმოების ხელმძღვანელებთან კოორდინაცია /ტექნიკური ხასიათის დავალებების შესრულება, კერძოდ: ნედლეულის ასორტიმენტის პორტფელის შექმნა, მართვა და კოორდინირება კომერციულ და საოპერაციო ნაწილში. ნედლეულის საფასო პოლიტიკის მართვა.
** კომერციული გადაწყვეტილების მიღების პროცესის ნაწილში ჩართვა;
** ანალიზი, პროდუქტის შეთავაზების, სამიზნე სამომხმარებლო სეგმენტების სწორად განსაზღვრა.
** ბაზარზე პროდუქტის დამკვიდრების სტრატეგიის შემუშავება, სარეკლამო კამპანიების, გამოფენების, პრეზენტაციების, სხვა PR-აქციებისათვის მარკეტინგისა და სარეკლამო დეპარტამენტების წინადადებების გათვალისწინებით.
** პროდუქტის ბიუჯეტის, მოსალოდნელი მომგებიანობის გათვლა, პროექტის შესაძლო ფინანსური რისკებისა და გადახარჯვის პრევენცია/დაგეგმვა.
** პროდუქტის განვითარებისა და გაყიდვების სქემების შემუშავება.
** მონიტორინგს უწევს პროდუქტის პოზიციას, განსაზღვრავს და აანალიზებს მომხმარებელთა მოთხოვნას პროდუქტზე.
** არადამაკმაყოფილებელი პროდუქტის პარამეტრების განსაზღვრა, ტექნოლოგიური ხარვეზის შემთხვევაში პროდუქტის შესაცვლელად, ახალი სამომხმარებლო თვისებების მიცემა.
** პროდუქციის პრეზენტაცია მის საბოლოო დახლზე განაწილების ჩათვლით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება
** კვების ტექნოლოგია/გასტრონომია
** რითეილ გასტრონომიაში მუშაობის გამოცდილება
** პროექტების მართვის საუკეთესო პრაქტიკების ცოდნა
** საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა (MS Office), განსაკუთრებით MS Excel და MS Project-ის საფუძვლიანი ცოდნა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სწრაფად სწავლისა და ადაპტაციის უნარი
** ანალიტიკური უნარები
** გაყიდვების/შემოსავლების ბიუჯეტის შედგენა და გაზრდა

პერსონალური თვისებები:

** ლიდერი და მოტივატორი;
** სწრაფი, ლოგიკური და ანალიტიკური;
** წარმატებაზე ორიენტირებული და შემოქმედებითი მოაზროვნე;
** პასუხისმგებელი, პროფესიონალი, გუნდური მოთამაშე;
** პუნქტუალური;

კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს საინტერესო პროექტებში ჩართვის და განვითარების შესაძლებლობას.

კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@agrohub.ge არა უგვიანეს 2021 წლის 31 ოქტომბერი.

გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "წარმოების ბრენდ მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება
წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |