www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 26 ოქტომბერი

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

კომპანია "ალტა" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
** გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა.

განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიის თანამშრომელთა მართვა;
** მაღაზიაში მიმდინარე პროცესების მართვა, გამართული სამუშაო პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი;
** კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** მენეჯერისგან მიღებული დავალებების დროული შესრულება და რეპორტინგი;
** მაღაზიის ინტერიერში წესრიგის კონტროლი;
** მაღაზიაში პროდუქციის მერჩანდაიზინგის სტანდარტების მიხედვით განლაგების უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** სასურველია ტექნიკისა და გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** გამართული და სასიამოვნო საუბრის მანერა;
** პრობლემურ მომხმარებლებთან ურთიერთობის უნარი;
** ინფორმაციის საინტერესოდ და სრულად წარდგენის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancyaltaretail@alta.ge 2021 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ალტა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |