www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მობილური მხარდაჭერის ტექნიკოსი
მომწოდებელი: EGT Georgia
გამოქვეყნდა: 29 დეკემბერი / განცხადების ვადა: 28 იანვარი

"EGT Georgia" უკვე 14 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს, რომელიც იზიდავს ამ დარგის ყველაზე კომპეტენტურ სპეციალისტებს. მრავალი წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილების ხარჯზე კომპანია განუწყვეტლივ ახორციელებს ინვესტიციებს თავის განვითარებაში და ამით თამაშობს საკვანძო როლს საქართველოს სათამაშო ბიზნესში.
ჩვენ ვეძებთ აქტიურ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებული და მოტივირებული არიან გაზრდასა და განვითარებაზე.

თუ გსურთ გახდეთ "EGT Georgia"-ს გუნდის წევრი, გაეცანით ვაკანტურ პოზიციას მობილური მხარდაჭერის ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაოს პირობები:

სამუშაოს ადგილი: თბილისი/ბათუმი
სრული სამუშაო განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი 9:00-18:00)

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** კომპანიის მიერ წარმოებული აპარატურის და მისი მაკომპლექტებელი ნაწილების ინსტალაცია, დეინსტალაცია, გადაადგილება და მოდიფიკაცია;
** კომპანიის მიერ წარმოებული აპარატურის და მისი მაკომპლექტებელი ნაწილების დაზიანებების/ხარვეზების გამოსწორება, კომპეტენციისა და კვალიფიკაციის ფარგლებში;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკურ დარგში;
** ელექტრო მოწყობილობების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** 1 წლიანი გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში;
** აუცილებელია მართვის მოწმობა - B კატეგორია - მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (მექანიკური გადაცემათა კოლოფი);
** აუცილებელია ქართული ენის სრულყოფილად, რუსული ან/და ინგლისური ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს ტრენინგებისა და მივლინებების გზით;
** სტაბილურ სამსახურსა და კონკურენტულ მზარდ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career.georgia@egt-bg.com არა უგვიანეს 2022 წლის 28 იანვრისა. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, "მობილური მხარდაჭერის ტექნიკოსი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით სივების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
"ევრო გეიმს ტექნოლოჯი ჯორჯია" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |