www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიკრო სესხების ოფიცერი
მომწოდებელი: მისო ევროკრედიტი
გამოქვეყნდა: 29 დეკემბერი / განცხადების ვადა: 28 იანვარი

მიკროსაფინანსო კომპანია სს "მისო ევრო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას მიკრო სესხების ოფიცრის პოზიციაზე.

სს "მისო ევრო კრედიტი" (https://eurocredit.ge/) არის ევროპული მოდელის საერთაშორისო კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. ევროკრედიტი წარმოდგენილია საქართველოს 6 დიდ ქალაქში 11 ფილიალით და მომხმარებლებს სთავაზობს ავტო და ბიზნეს სესხებს.

ევროკრედიტის გუნდი შედგება პროფესიონალისგან, რომლებიც საქმის ექსპერტული ცოდნითა და დიდი გამოცდილებით გამოირჩევიან. კომპანიაში შექმნილია თავისუფალი გარემო, რაც თანამშრომლების ლოიალობასა და კეთილგანწყობას განაპირობებს.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლის მოძიება, მოზიდვა და შესაბამისი პროდუქტების შეთავაზება;
** მომხმარებლის ბიზნესის ანალიზი და შეფასება;
** საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
** სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
** საკრედიტო პორტფელში არსებული სესხების გადახდის პროცესისა და მისი ხარისხის მონიტორინგი და შესაბამისი მართვა;
** ყოველთვიური გეგმის შესრულება;
** პერიოდული ზეპირი და წერილობითი ანგარიშგება ჯგუფის უფროსთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, საბანკო ან/და ფინანსების მიმართულებით;
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** კორპორაციული ფინანსების და ფინანსური უწყისების ანალიზის ცოდნა/მომზადება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

დამატებითი უნარები:

** ორგანიზებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** დამაჯერებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@eurocredit.ge; გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

შემდეგი ეტაპისთვის კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს
კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |