www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აკადემიური მენეჯერი
მომწოდებელი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 29 დეკემბერი / განცხადების ვადა: 24 იანვარი

"ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას აკადემიური მენეჯერის სრულგანაკვეთიან პოზიციაზე მედიცინის სკოლაში (ფაკულტეტზე).

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი დაარსების დღიდან ინარჩუნებს წამყვან პოზიციას თეორიული და პრაქტიკული განათლების სფეროში და ამგვარად, თითოეულ სტუდენტს სთავაზობს უნიკალურ საგანმანათლებლო პროგრამას.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, ალექსიძის #10
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათამდე
** ანაზღაურება: 800 ₾ (ხელზე ასაღები)

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუდენტთა პირადი ფაილების შექმნა, განახლება, ხელშეკრულებების გაფორმება;
** სტუდენტთა მონაცემთა ელ. ბაზის შევსება, კონტროლი, განახლება;
** განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სტუდენტთა ელ. ბაზის შევსება/განახლება;
** სტუდენტთა აკადემიური მოსწრების ელ.ბაზის განახლება/შევსება;
** სასწავლო პროცესის ცხრილის შედგენა/მონიტორინგი;
** საგამოცდო პროცესების მიმდინარეობის კონტროლი;
** ნიშნის ფურცლების შევსება (სემესტრული და კუმილაციური);
** სტუდენტსა და დეკანს შორის ურთიერთობების რეგულირება;
** სტუდენტთა, მშობელთა და ლექტორთა ინფორმირება უნივერსიტეტის სასწავლო და ადმინისტრაციული პროცესების, სიახლეების, ცვლილებების და ა.შ. შესახებ;
** ლექტორთა სატაბელო უწყისების მონიტორინგი;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების ზედამხედველობა;
** პერიოდული (ან მოთხოვნისამებრ) ანგარიშგებების უზრუნველყოფა;
** სტატისტიკის დეპარტამენტთან სტუდენტთა ბაზასთან დაკავშირებით ურთიერთობა;
** სხვა უნივერსიტეტიდან მობილობის წესით გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა დოკუმენტების ადმინისტრირება (დოკუმენტაციის შეგროვება, თავსებადობის გაკეთება, ტესტირების უზრუნველყოფა);
** სასწავლო პროცესის (მეცადინეობების) მსვლელობის ზედამხედველობა და სილაბუსებთან შესატყვისობის შეფასება;
** სკოლების აკადემიური პროცესის მართვის მენეჯერებთან საქმიანობის კოორდინაცია;
** სტუდენტთა დოკუმენტების (ბრძანებების, კურსდამთავრებულთა საკვალიფიკაციო ოქმების, სტუდენტთა ხელშეკრულების სარეგისტრაციო ჟურნალის, სტუდენტთა დეკანის სახელზე შემოსული განცხადებების ელ ჟურნალში რეგისტრაცია);
** ყოველთვიური ანგარიშგება ფინანსურ სამსახურთან ლექტორთა ხელფასებთან დაკავშირებით;
** სტუდენტებისათვის ინვოისების გამოწერა, კონტროლი და პერიოდული ანგარიშგება ფინანსურ სამსახურთან;
** კურსდამთავრებულთა ნიშნის ფურცლის მომზადება დანართის ფორმისათვის;
** დიპლომის დანართის შევსება, წარმოება რეგისტრაცია;
** სილაბუსების კონტროლი და მონიტორინგი;
** დიპლომების რეგისტრაცია, გაცემა;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერა, კითხვა, მეტყველება);
** ასაკი: 25 წლიდან;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;

შერჩევის ეტაპები:

** ტესტირება ინგლისურ ენაში;
** გასაუბრება (დაენიშნებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV თანდართული ფოტოთი (ფოტოს გარეშე CV არ განიხილება) ელ-ფოსტაზე: vacancy@gau.edu.ge 24 იანვრამდე.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |