www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ასოციაციებისა და კერძო სექტორის განვითარების სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
გამოქვეყნდა: 29 დეკემბერი / განცხადების ვადა: 29 იანვარი

"საქართველოს ფერმერთა ასოციაცია" აცხადებს ვაკანსიას ასოციაციებისა და კერძო სექტორის განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია წარმოადგენს არასამეწარმეო არამომგებიან იურიდიულ პირს, რომელიც 2012 წლის ბოლოს დაფუძნდა. ორგანიზაცია ამჟამად 4000-ზე მეტ ფერმერს და აგრობიზნესს აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი წევრი ფერმერებისგან მინიჭებული მანდატის შესაბამისად, ასოციაცია ასრულებს ფერმერებსა და ხელისუფლებას შორის შუამავალი რგოლის ფუნქციას. ნაყოფიერად თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან. აქტიურად არის ჩართული სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიისა და პოლიტიკის ფორმირებაში. ასოციაცია არის სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო საბჭოს წევრი. მათ შორის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამოქალაქო კომიტეტის. ასევე, ფერმერთა ასოციაცია ევროპის ფერმერთა და კოოპერატივთა გაერთიანების (COPA-COGECA) პრივილეგირებული პარტნიორია.

ორგანიზაცია აცნობიერებს ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა ორგანიზაციაში, რომელიც აერთიანებს ფერმერთა ხმას მთელი საქართველოდან, მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერების მიზნით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ასოციაციებისა და GeoGAP-ის განხორციელებაში ჩართული მხარეებისთვის ტრენინგის პროგრამების შემუშავება ისეთ თემებზე, როგორიცაა ადვოკატირება და კომუნიკაცია, ფონდების მოზიდვა და წევრებისთვის სერვისების შემუშავება;
** GeoGAP-ის სერტიფიცირების განხორციელების ხელშეწყობა და შემუშავებული გეგმების/დოკუმენტების რეგულარული გადახედვა;
** ითანამშრომლოს დარგობრივ ასოციაციებთან და ხელი შეუწყოს GeoGAP-ის სტანდარტის განხორციელებას. ასევე, მონაწილეობა მიიღოს GeoGAP-ის სტრატეგიის, სამუშაო გეგმისა და მდგრადობის დოკუმენტების შემუშავებაში.
** საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პროექტ "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში (SQIL)-ის ფარგლებში ღონისძიებების და კონფერენციების დაგეგმვა/ორგანიზება და საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების სექტორში ჩართულ მხარეებთან სურსათის უვნებლობასა და ხარისხის საკითხებზე კომუნიკაცია;
** ასოციაციების წევრებისა და GeoGAP-ის სერტიფიცირებული ფერმერების მხარდაჭერა და მათთვის საერთაშორისო ინდუსტრიული ასოციაციების საქმიანობისა და სტრატეგიების გაცნობა;
** ასოციაციების და მათი წევრების მხარდაჭერა საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების სექტორში არსებული პოლიტიკისა და ინსტიტუციური რეფორმის საჭიროებების იდენტიფიცირებაში, პრიორიტეტიზაციაში, ფორმულირებასა და სახელმწიფოსთან კომუნიკაციაში;
** საჭიროებისამებრ, SQIL პროექტის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მხარი დაუჭიროს რძის და საქონლის ხორცის პროდუქტების მწარმოებლებსა და ფერმერებს ბაზარზე წვდომასა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში;
** ორგანიზაციაში არსებულ სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან, მიმდინარე პროექტების ფარგლებში, ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით რეგიონებში ხშირი ვიზიტი.
** ორგანიზაციის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია აგრონომიის, აგრობიზნესის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სოფლის მეურნეობის სფეროს ცოდნა (განსაკუთრებით მესაქონლეობის მიმართულებით) და/ან აღნიშნულ სფეროში სამუშაო გამოცდილება უპირატესობად მიიჩნევა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** პროცესების მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

გარანტიები:

** შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე;
** უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.

სამუშაო განაკვეთი: სრული.
სამუშაო ადგილი: თბილისი
შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით.
შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.
სასურველია კანდიდატს ჰყავდეს ავტომობილი. ორგანიზაცია უზრუნველყოფს საწვავის ხარჯს.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@gfa.org.ge

ელფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!

დაუშვებელია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.

"საქართველოს ფერმერთა ასოციაცია"-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული ორგანიზაცია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება ორგანიზაციაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |