www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელი
მომწოდებელი: რომპეტროლ საქართველო
გამოქვეყნდა: 29 დეკემბერი / განცხადების ვადა: 28 იანვარი

"რომპეტროლის" ოჯახი, განურჩევლად ასაკისა და სქესისა, გეძებთ თქვენ:

თუ ეძებ სამსახურს, ან გინდა შეუსაბამო უკვე არსებულს, ჩვენი გრაფიკი დაგეხმარება ამაში.

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს: ყოველ მეოთხე დღეს 24 საათიანი ცვლა (თვეში 7, ან 8 სტანდარტულ ცვლა), ან დღეგამოშვებით 12 საათიანი დღის ცვლა (თვეში 15, ან 16 დღის ცვლა);
** კონკურენტულ ანაზღაურებას (განახლებული ფიქსირებული ხელფასი, დამატებითი ცვლების 125%-ით გაზრდილი ტარიფით ანაზღაურება, სახელმწიფო დასვენების დღეს ნამუშევარი დროის ორმაგი ანაზღაურება, კვარტალური ბონუსები);
** სავალდებულო სახელმწიფო საპენსიო შენატანის თანამშრომლის წილის გადახდას;
** თუ სტუდენტი ხარ, ცვლების განაწილებაში ხელშეწყობას;
** თქვენზე მაქსიმალურად მორგებულ ადგილმდებარეობას;
** კარიერის განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** დაცულ სამუშაო გარემოს, ვირუსისაგან პირადი დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფას.

რისი გაკეთება მოგიწევთ:

** მომხმარებლის ავტომობილის შესაბამისი საწვავით გამართვა;
** მიღებული მომსახურების ღირებულების გატარება - სალარო, თუ საბანკო ტრანზაქციის მეშვეობით;
** მიმდინარე სიახლეების მომხმარებლებისათვის გაცნობა.

სამუშაო ადგილის მისაღებად:

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ან უბრალოდ მოგვწერეთ ელფოსტაზე Vacancy.rpg@rompetrol.com თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ თავად დაგიკავშირდებით. წერილში აუცილებლად მიუთითეთ დასაქმებისათვის თქვენთვის სასურველი ქალაქი/უბანი, ან გადადით მოცემულ ბმულზე და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/1iSoebZ1VIYRDbkeJ0MZOSSzcSy8yf22YEAoCNSzKxW8/edit

არ გამოტოვო შანსი, დაიწყო კარიერა ჩვენთან და გახდე "რომპეტროლ საქართველოს" დიდი, საერთაშორისო ოჯახის წევრი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადის შემოტანით, თქვენ აცხადებთ თანხმობას "რომპეტროლ საქართველოს" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და/ან მათი იმ ადგილობრივ, ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია თანამშრომლობს შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა, უფრო რელევანტური ვაკანსიისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |