www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მცირე და საშუალო ბიზნეს სესხების ოფიცერი
მომწოდებელი: მისო ევროკრედიტი
გამოქვეყნდა: 29 დეკემბერი / განცხადების ვადა: 28 იანვარი

მიკროსაფინანსო კომპანია სს "მისო ევრო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას მცირე და საშუალო ბიზნეს სესხების ოფიცრის პოზიციაზე.

სს "მისო ევრო კრედიტი" (https://eurocredit.ge/) არის ევროპული მოდელის საერთაშორისო კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. ევროკრედიტი წარმოდგენილია საქართველოს 6 დიდ ქალაქში 11 ფილიალით და მომხმარებლებს სთავაზობს ავტო და ბიზნეს სესხებს.

ევროკრედიტის გუნდი შედგება პროფესიონალისგან, რომლებიც საქმის ექსპერტული ცოდნითა და დიდი გამოცდილებით გამოირჩევიან. კომპანიაში შექმნილია თავისუფალი გარემო, რაც თანამშრომლების ლოიალობასა და კეთილგანწყობას განაპირობებს.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** მცირე და საშუალო სეგმენტის კომპანიების/მომხმარებლის მოძიება და მოზიდვა;
** პოტენციურ მომხმარებელთან მოლაპარაკების წარმოება;
** მომხმარებლის ბიზნესის ანალიზი/შეფასება;
** სესხის პროექტის მომზადება და კომიტეტისთვის დასამტკიცებლად წარდგინება;
** სესხის გაცემის პროცესის მართვა/კოორდინირება ფილიალების ჭრილში;
** პორტფელში არსებული სესხების გადახდის პროცესის მონიტორინგი და შესაბამისი მართვა;
** ყოველთვიური გეგმის შესრულება;
** პერიოდული ზეპირი და წერილობითი ანგარიშგება ჯგუფის უფროსთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, საბანკო ან/და ფინანსების მიმართულებით;
** აუცილებელია საბანკო ან/და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში - მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბიზნეს სესხების დაკრედიტების მიმართულებით; (სავალდებულო მოთხოვნა)
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** კორპორაციული ფინანსების და ფინანსური უწყისების ანალიზის ცოდნა/მომზადება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

დამატებითი უნარები:

** ორგანიზებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@eurocredit.ge; გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

შემდეგი ეტაპისთვის კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს
კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |