www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წარმოების უფროსი
მომწოდებელი: გეორგიან ფუდ კომპანი
გამოქვეყნდა: 29 დეკემბერი / განცხადების ვადა: 28 იანვარი

შპს "გეორგიან ფუდ კომპანი" რომელიც ბაზარზე წარმოდგენილია მზა კვებითა და ნახევარფაბრიკატებით, აცხადებს ვაკანსიას წარმოების უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირიდან პარასკევის ჩათვლით 11:00-დან 19:00-საათამდე
ანაზღაურება: 3500 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კალკულაციები და რეცეპტების გაწერა;
** ასორტიმენტის მართვა;
** სიახლეების დანერგვა და ახალი ასორტიმენტის შეთავაზება;
** წარმოების პროცესისათვის აუცილებელი სასურსათო ნედლეულის, საჭიროების განსაზღვრისა და მომარაგების კონტროლი;
** უზრუნველყოს პროდუქციის, ასორტიმენტისა და ხარისხის მაქსიმალური შესაბამისობა მომხმარებელის მოთხვნილებასთან მიმართებაში:
** სისტემატურად ახორციელებდეს ორგანიზაციის საქმიანობისა და წარმოების ინდუსტრიალიზაციას, მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვას, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას, ტექნოლოგიების ეფექტურ გამოყენებას-მუშახელის პროფესიული უნარების გაუმჯობესების მიზნით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - კვების ტექნოლოგიის მიმართულებით სასურველია;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ტექნოლოგიური ბარათების შექმნის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პროცესების ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;

ჩვენი კომპანია გთავაზობთ მუშაობას კომფორტულ და გუნდურ გარემოში.

შერჩევის ეტაპებია: რეზიუმეების გადარჩევა და ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში 2022 წლის 11 იანვრის ჩათვლით გადმოგზავნეთ თქვენი CV კომპანიის ელ. ფოსტაზე: info@gfco.ge. სათაურის (subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება.

ტელ.: 599464208

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |