www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინრების ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 29 დეკემბერი / განცხადების ვადა: 28 იანვარი

კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინრების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის და მისი კლიენტების კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის (სკანერი, პრინტერი) აპარატურული ხარვეზების მხარდაჭერის პროცესის მართვა და შესრულების უზრუნველყოფა;
** კომპანიის და მისი კლიენტების კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის (სკანერი, პრინტერი) სისტემური და პროგრამული უზრუნველყოფების მხარდაჭერის პროცესის მართვა და შესრულების უზრუნველყოფა;
** კომპანიის და მისი კლიენტების კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის (სკანერი, პრინტერი) შესაძლებლობების მუდმივი კონტროლი ორგანიზაციის საინფორმაციო რესურსებისათვის რელევანტურობის დადგენის მიზნით;
** კომპანიის და მისი კლიენტების მიერ დაფიქსირებული ინციდენტების/სერვისული მოთხოვნების მხარდაჭერის პროცესის მართვა და შესრულების უზრუნველყოფა;
** გეგმიური და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების პროცესის მართვა და შესრულების უზრუნველყოფა;
** ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინრების მიერ ყოველდღიურად შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინრების კვალიფიკაციების უზრუნველყოფა დაგეგმილი განვითარების გეგმის შესაბამისად;
** ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინრების ჯგუფის ფარგლებში მიმდინარე პროექტების მონიტორინგი და შესრულების უზრუნველყოფა;
** ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინრების ჯგუფის ადამიანური რესურსების დატვირთვის განაწილების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების წარმომადგენლების დახმარება კლიენტისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების აუთსორსინგული სერვისების მიწოდების/შეთავაზების პროცესში;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავების პროცესში მონაწილეობა და შესრულება;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის გაცნობა;
** საკუთარი ამოცანების შესასრულებლად საქმიანობაში არსებული პრობლემებისა და შესაძლებლობების შესახებ ხელმძღვანელის ინფორმირება.

აუცილებელი პროფესიული ცოდნა და უნარები:

** Microsoft windows 7/10 ოპერაციული სისტემები
** Microsoft Office/365 აპლიკაციები
** Microsoft Active Directory User Management
** Microsoft Exchange User Management
** Computer and Peripheral Hardware
** Ethernet based LAN principles and standards, TCP/IP protocols.
** ვიდეო სამეთვალყურეო მოწყობილობები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი;
** აუცილებელია ინგლისური ენის (მინიმუმ B1 დონე) და სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** ITIL სტანდარტების საბაზისო ცოდნა.
** სამუშაო გამოცდილება: კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის (სკანერი, პრინტერი) მხარდაჭერის მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** გუნდის მოტივირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პრობლემების ანალიზის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 28 იანვრის ჩათვლით ელ.ფოსტაზე vacancy@ugt.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: "ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინრების ჯგუფის უფროსის".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება და დამუშავდება იუ-ჯი-თი-ში არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან მიმართებაში 1 წლის განმავლობაში.

დიდი მადლობა დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |