www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: განვადების და გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: Citrus.ge
გამოქვეყნდა: 29 დეკემბერი / განცხადების ვადა: 29 იანვარი

კომპანია "CITRUS.GE" აცხადებს ვაკანსიას განვადების და გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო განაკვეთი 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, შაბათს - 15:00 საათამდე; შესვენება 1 საათი (დასვენების დღე კვირა).
** ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი, საშუალოდ 1000 ლარი
** კომპანია ასევე უზრუნველყოფს თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განვადების ან გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel, Word) მომხმარებლის დონეზე სასურველია
** უმაღლესი განათლება.
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის განვადების პირობების გაცნობა, განაცხადის შევსება და პარტნიორ ბანკში გადაგზავნა
** ინდივიდუალური გეგმების შესრულება ყოველთვიურად
** აუცილებელ შემთხვევებში შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა.
** მომხმარებლისთვის კომპანიის პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა
** კომპანიაში მიმდინარე აქციების მომხმარებლისთვის მიწოდება და გაყიდვა

უნარები:

** გაყიდვების უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინურობა
** კომუნიკაბელურობა
** ინფორმაციის სწორად და ზუსტად გადამუშავება-გადმოცემის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: join@citrus.ge და სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: https://bit.ly/31gn87g



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |