www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ონლაინ ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: EGT Georgia
გამოქვეყნდა: 29 დეკემბერი / განცხადების ვადა: 28 იანვარი

"EGT Georgia" უკვე 14 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს, რომელიც იზიდავს ამ დარგის ყველაზე კომპეტენტურ სპეციალისტებს. მრავალი წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილების ხარჯზე კომპანია განუწყვეტლივ ახორციელებს ინვესტიციებს თავის განვითარებაში და ამით თამაშობს საკვანძო როლს საქართველოს სათამაშო ბიზნესში.

ჩვენ ვეძებთ აქტიურ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებული და მოტივირებული არიან გაზრდასა და განვითარებაზე.

თუ გსურთ გახდეთ "EGT Georgia"-ს გუნდის წევრი, გაეცანით ვაკანტურ პოზიციას ონლაინ ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს პირობები:

სამუშაოს ადგილი: თბილისი
სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 9:00-18:00 (ახლო მომავალში ცვლები- დღის ცვლა 09:00-21:00; ღამის ცვლა 21:00-09:00; 2 დღე დასვენება)

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** მომხმარებლის სატელეფონო მომსახურება და მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;
** შემომავალი ზარების საჭიროების მიხედვით გადამისამართება/გადანაწილება;
** სპეციალურ პროგრამაში ზარების რეგისტრაცია;
** სპეციალურ პროგრამაში კლიენტებისგან მოთხოვნილი სერვისების რეგისტრაცია;
** ელფოსტისა და სხვა კომუნიკაციის საშუალებებით მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა;
** მომსახურების სტანდარტით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების ზუსტი დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
** რუსული ან/და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა(როგორც წერით ასევე ვერბალურად);
** მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება, არანაკლებ 1-2 წლისა;
** საოფისე პროგრამების Microsoft Office მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაბელურობა და მუშაობის უნარი როგორც გუნდში, ასევე დამოუკიდებლად;
** პრობლემების გაანალიზებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** სამუშაო დროის რაციონალურად გადანაწილების უნარი;
** ყურადღება დეტალებისადმი და პასუხისმგებლობა;
** ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს ტრენინგებისა და მივლინებების გზით;
** სტაბილურ სამსახურსა და კონკურენტულ მზარდ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career.georgia@egt-bg.com არა უგვიანეს 2022 წლის 28 იანვრისა. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, "ონლაინ ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით სივების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
"ევრო გეიმს ტექნოლოჯი ჯორჯია" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |