www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექთან - ფლებოტომისტი
მომწოდებელი: Medical World
გამოქვეყნდა: 29 დეკემბერი / განცხადების ვადა: 28 იანვარი

"მედიქალ ვორლდის ლაბორატორია" გერმანული ხარისხის სერტიფიცირებული ლაბორატორიაა, რომელიც, საქართველოს 9 ქალაქში წარმოდგენილი 14 ფილიალით, პაციენტებს 200-ზე მეტი სახეობის გამოკვლევას სთავაზობს. ლაბორატორია სისტემატურად იღებს მონაწილეობას როგორც გარე, ასევე შიდა ხარისხის კონტროლის პროგრამაში. ანალიზების სიზუსტის უზრუნველყოფაში ლაბორატორიას ეხმარება RfB (Referenzinstitut fьr Bioanalytik)- გერმანიაში მოქმედი ბიოანალიზის რეფერალური ინსტიტუტი. მაღალი ხარისხის აღჭურვილობა და მსოფლიო ბრენდების მიერ წარმოებული რეაგენტები "მედიქალ ვორლდ დიაგნოსტიკის" ზუსტი შედეგების გარანტია.

"მედიქალ ვორლდის ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას ექთან - ფლებოტომისტის პოზიციაზე:

მდებარეობა: ქ.თბილისი. ლუბლიანას N 33
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 (შესაძლებელია სამუშაო დროის შეთანხმება)
ანაზღაურება: სამუშაო დროისა და კვალიფიკაციის მიხედვით

სამუშაოს აღწერა:

** ფლებოტომისტის კომპეტენციის ფარგლებში, საექთნო მომსახურების გაწევა ბინაზე გამოძახებით ან/და ლაბორატორიაში;
** საანალიზე მასალის უსაფრთხოდ ტრანსპორტირება სტანდარტული პროცედურების დაცვით;
** ლაბორატორიის მიერ შემუშავებული პროცედურებისა და პროტოკოლების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;
** საექთნო, ლაბორატორიული, დოკუმენტაციის წარმოება.

მოთხოვნები:

** ექთნის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი;
** ექთან-ფლებოტომისტად მუშაობის გამოცდილება
** სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა.

პიროვნული მახასიათებლები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;

ბენეფიტები: -50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიაში არსებულ ანალიზებზე (ფასდაკლება ეხება ოჯახის წევრებსაც )

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე: https://mlab.ge

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელფოსტაზე hr.mwlab@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |