www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის და სათადარიგო ნაწილების სპეციალისტი
მომწოდებელი: EGT Georgia
გამოქვეყნდა: 29 დეკემბერი / განცხადების ვადა: 28 იანვარი

"EGT Georgia" უკვე 14 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს, რომელიც იზიდავს ამ დარგის ყველაზე კომპეტენტურ სპეციალისტებს. მრავალი წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილების ხარჯზე კომპანია განუწყვეტლივ ახორციელებს ინვესტიციებს თავის განვითარებაში და ამით თამაშობს საკვანძო როლს საქართველოს სათამაშო ბიზნესში.
ჩვენ ვეძებთ აქტიურ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებული და მოტივირებული არიან გაზრდასა და განვითარებაზე.

თუ გსურთ გახდეთ "EGT Georgia"-ს გუნდის წევრი, გაეცანით ვაკანტურ პოზიციას საწყობის და სათადარიგო ნაწილების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს პირობები:

სამუშაოს ადგილი: თბილისი
სრული სამუშაო განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი 9:00-18:00)

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** საქონლის მიღება, მდგომარეობის აღწერა და დასაწყობება, სპეციფიკის, ვადების და შენახვის პირობების გათვალისწინებით;
** შეკვეთების გამზადება, მოთხოვნილი პროდუქციის მიხედვით, მისი შეფუთვა და გაგზავნა გაწერილი წესების და ინსტრუქციების გათვალისწინებით;
** დაბრუნებული პროდუქციის მიღება და დასაწყობება, სპეციფიკის, ვადების და შენახვის პირობების გათვალისწინებით;
** მიღებული, გაცემული და დაბრუნებული პროდუქციის აღრიცხვა, მათ შორის სასაწყობო პროგრამის გამოყენებით;
** საწყობში ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის სამუშაოების ჩატარება, შრომის უსაფრთხოების, სამრეწველო სანიტარიისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვით;
** საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში და ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** საწყობში არსებული პროდუქციის რეგულარული კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
** სასაწყობო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების Microsoft Office ცოდნა;
** 1 წლიანი გამოცდილება შესაბამის დარგში;
** აუცილებელია მართვის მოწმობა - B კატეგორია - მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (მექანიკური გადაცემათა კოლოფი)
** სასურველია რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** საკუთარი სამუშაო დროის რაციონალურად განაწილების უნარი;
** პატიოსნება, მიუკერძოებლობა, დარწმუნებულობა და სიტუაციის სწორად შეფასების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს ტრენინგებისა და მივლინებების გზით;
** სტაბილურ სამსახურსა და კონკურენტულ მზარდ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career.georgia@egt-bg.com არა უგვიანეს 2022 წლის 28 იანვრისა. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, "საწყობის და სათადარიგო ნაწილების სპეციალისტი ", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით სივების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
"ევრო გეიმს ტექნოლოჯი ჯორჯია" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |