www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: მატექს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 29 დეკემბერი / განცხადების ვადა: 28 იანვარი

კომპანია შპს "მატექს ჯორჯია", "VESTEL"-ის ბრენდის საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის ქსელი, აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი : ქ. თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ( კვირაში 6 დღე, ცვლების მიხედვით, ჯამში 40 საათი)
** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 550 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან

ძირითადი მოვალეობები:

** დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა
** პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა, ახალი პროდუქციის მიღების დროს დეტალური შესწავლა
** გაყიდული პროდუქციის ადგილზე შემოწმება და შეფუთვა
** პროდუქციის სტენდებზე განთავსება
** მაღაზიის ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება
** მაღაზიების მენეჯერის მიერ გაცემული სამსახურებრივი დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია ტექნიკის მაღაზიაში)
** საოფისე პროგრამების ცოდნა ელემენტარულ დონეზე
** უცხო ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (ინგლისური ან / და რუსული)

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური, გამართული მეტყველებისა და გადმოცემის უნარის მქონე
** მომხმარებელსა და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებული
** მოტივირებული და გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული
** ენერგიული და შრომისმოყვარე
** მოწესრიგებული, სასიამოვნო გარეგნობის
** პუნქტუალური

გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: ledi.maisuradze@mateks.ge .

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში.

ასევე გაცნობებთ, რომ სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |