www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური აღრიცხვის განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: ევექსი კლინიკები
გამოქვეყნდა: 29 დეკემბერი / განცხადების ვადა: 28 იანვარი

"ევექსი კლინიკები" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური აღრიცხვის განყოფილების უფროსის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის პოლიტიკის მართვა, საგადასახადო კოდექსის და IFRS-ს სტანდარტების მიხედვით;
** IFRS შესაბამისობის კონტროლი, ფინანსურ აუდიტთან, მარეგულირებელ სტრუქტურებთან ურთიერთობა, ინფორმაციის გაცვლა;
** ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის საბუღალტრო ბაზაში აღრიცხული მონაცემების კონტროლი;
** ფილიალების აღრიცხვის პოლიტიკის მართვა;
** პროცესების გაუმჯობესება;
** აღრიცხვის ცენტრალური გუნდის მართვა;
** დებიტორული დავალიანების მართვა;
** მენეჯერული აღრიცხვის რეპორტების ფორმირება, რეპორტების რეგულარული წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ფინანსების, საბანკო საქმის, აუდიტის და აღრიცხვის მიმართულებით;
** მაგისტრის ხარისხი ფინანსებში ან სხვა მომიჯნავე სფეროში;
** შესაბამის სფეროში მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება, მენეჯერულ პოზიციაზე
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) და საგადასახადო კოდექსის ცოდნა
** ACCA-ს საკვალიფიკაციო ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
** მენეჯერული, გუნდის მართვის კომპეტენცია;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებისადმი ორიენტირებული;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexclinics.ge/ka/vacancy/finansuri-agricxvis-ganyofilebis-ufrosi/458
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 28 იანვარი, 2022 წელი.

"ევექსი კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდადტი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |