www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სექციის/კატეგორიის გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჰიპერმარკეტი Domino
გამოქვეყნდა: 29 დეკემბერი / განცხადების ვადა: 29 იანვარი

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო "-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას. 2015 წლის 23 მაისს შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგ"-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი "დომინო", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ის ტერიტორიაზე, ხოლო რიგით მეორე ჰიპერმარკეტი გაიხსნა 2021 წელს დიღმის ტერიტორიაზე.

ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას სექციის/კატეგორიის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, სამუშაო გეგმის შედგენა და მათ მიერ განხორციელებული გაყიდვების და მომსახურების პროცესის მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული პერსონალის დავალებათა შესრულების კონტროლი, შესრულების ხარისხის შეფასება;
** დაქვემდებარებული პერსონალის სამოტივაციო სისტემის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** სექციის გაყიდვების გეგმის შესრულების მონიტორინგი;
** ფასების კორექტირება, აქციების და ფასდაკლებების განხორციელება;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკება და მათთან კომერციული პირობების შეთანხმება;
** პროდუქციის ნაირსახეობის მატებაზე ზრუნვა;
** მაღაზიის დირექტორის სხვა დავალებების შესრულება;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (საცალო/პირდაპირ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** რუსული ენის ცოდნა სავალდებულოა;
** 1C ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა
** სამუშაო საათები: 09:00-19:00 სთ
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე
** საბონუსე სისტემა

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |