www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 3 იანვარი / განცხადების ვადა: 3 თებერვალი

სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში. ჩვენ ვახორციელებთ ორთოპედიული-ტრავმატოლოგიური და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქციას ვყიდით საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ვაკეთებთ საქმეს, რომელიც ემსახურება ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას, რაც კიდევ უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს ვიყოთ პროფესიონალები ჩვენს სფეროში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღმის მასივი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ძირითადი ბუღალტრული აქტივობების, როგორც უშუალოდ განხორციელება, ასევე განხორციელების პროცესის მონიტორინგი;
** დეტალური სახით ყოველთვიური ბალანსის წარმოდგენა;
** კვირეული/თვიური/კვარტალური ფინანსური ხასიათის პროგნოზების, ასევე წლიური ბიუჯეტის შედგენა;
** ყოველკვირეული/თვიური ფინანსური ანგარიშის შედგენა და წარდგენა განსახილველად როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის საბჭოს წინაშე;
** მოგებისა და ზარალის ანალიზი და კონტროლი;
** ფინანსური ინფორმაციის სისტემატიზება შიდა სტანდარტების გათვალისწინებით;
** გადახდების შესრულების მონიტორინგი;
** კომპანიის დავალიანებების კონტროლი და მათ ამოღებაზე ზრუნვა.
** საქართველოს კანონმდებლობის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საბუღალტრო-ფინანსური აღრიცხვის უზრუნველყოფა (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და სხვა შესაბამისი ოპერაციები).
** სალაროს ნაშთების კონტროლი.
** კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ რეპორტების მომზადება.
** თანამშრომლების ხელფასების, ბონუსების საპენსიო შენატანების და სადაზღვევო პრემიების დაანგარიშება, გადასახადების გადახდა, გადარიცხვების უზრუნველყოფა.
** საბანკო გადარიცხვების მომზადება
** ყველა საბალანსო მუხლის სისწორის კონტროლი;
** კომპანიის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულების საგადასახადო კუთხით შეფასება და შესაბამისი მითითების გაცემა.
** კომპანიის საგადასახადო რისკების მინიმიზაციის უზრუნველყოფა
** საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში კომპანიის ინტერესების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება ფინანსების მიმართულებით;
** ბუღალტრული პროგრამა FINA-ს ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Word);
** ბუღალტრად 4 (ოთხი) წლის მუშაობის გამოცდილება;
** საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების და კოდექსის ცოდნა
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (IFRS)
** პროფესიული კვალიფიკაცია - ACCA ჩაითვლება უპირატესობად

აუცილებელი პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის უნარი;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებული

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) - ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ახალი ხედვა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |