www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: პროკრედიტ ბანკი
გამოქვეყნდა: 3 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

"პროკრედიტ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

"პროკრედიტ ბანკი" მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ასევე გერმანიაში.. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი, გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადეკვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე.

"პროკრედიტ ბანკ საქართველოს", საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში მოქმედ ბანკებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია და ქვეყნის რეიტინგს აღემატება ერთი ბიჯით.

ბიზნეს ანალიტიკოსის ვაკანსიის შესახებ:

პასუხისმგებლობები:

** ბიზნეს პროცესების შეფასება, შესაძლო გასაუმჯობესებელი არეების განსაზღვრა, შესაბამისი გადაწყვეტილებების შემუშავება და დანერგვაში მონაწილეობის მიღება.
** ბაზარზე ტექნოლოგიური პროცესების განვითარებების შეფასება, საინფორმაციო სისტემების გაუმჯობესებაზე მუშაობა, შესაბამისი შეთავაზებების მომზადება სისტემების ავტომატიზაციის ხარისხის ამაღლებისა და მოდერნიზების მიზნით. სისტემების მოდიფიცირების პროექტირება და დოკუმენტირება.
** დასმული ბიზნეს-ამოცანების შესწავლა, მოთხოვნებისა და შედეგების შეფასება;
** მოთხოვნების ანალიზის საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილების დიზაინის შემუშავება, ბიზნეს პროცესის დიაგრამების აგება, შესაბამისი სპეციფიკაციების აღწერა და ტექნიკური დავალებების ჩამოყალიბება დეველოპერთა გუნდისთვის.
** პროექტის მიზანშეწონილობის ანგარიშების მომზადება (მოთხოვნის შემთხვევაში).
** პროექტის მართვა, პროექტის გეგმის ჩამოყალიბება და მისი შესრულების კონტროლი
** ცვლილებების ზეგავლენის ანალიზის ჩატარება და ბიზნეს წესებთან, პროცედურებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა;
** დაფიქსირებული ტექნიკური პრობლემის, ხარვეზებისა და ნაკლოვანებების ანალიზი და მათი კორექტირებისათვის შესაბამისი პროექტის/ტექნიკური დავალების ინიცირება;
** დეველოპერებთან და საბოლოო მომხმარებლებთან მჭიდრო თანამშრომლობა

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით (სასურველია - ბიზნესი, საინფორმაციო ტექნოლოგიები ან მათემატიკა/ფიზიკა)
** ბიზნეს ანალიტიკოსად ან შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** საბანკო/ფინანსურ სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
** ანალიტიკური და კონცეპტუალური აზროვნების განსაკუთრებული უნარები
** წარმატებული მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
** სხვადასხვა ტექნიკური უნარ-ჩვევები
** პროცესების დოკუმენტირების უნარები - პროცესების აღწერა, რეპორტინგი
** დაგეგმარების, ორგანიზებულად მუშაობის და დროის მართვის უნარ-ჩვევები
** სასურველია წარმოადგინოთ წარმატებულ პროექტების წარმართვისა და მონაწილეობის ისტორია

მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატებისთვის, სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება 3500 ლარიდან, კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს, შეგიძლიათ წარმოადგინოთ რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით "ბიზნეს ანალიტიკოსი" შემდეგ ელექტრონულ მისამართზე IT.recruiting@procreditbank.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის მიღების საბოლო ვადაა 31 იანვარი 2022 წელი

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com

სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 2 20 22 22 ; geo.info@procredit-group.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |