www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რესტორნის მიმტანი
მომწოდებელი: სასტუმრო გეოგრაფი
გამოქვეყნდა: 3 იანვარი / განცხადების ვადა: 3 თებერვალი

სასტუმრო "GeoGraphy" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს რესტორნის მიმტანის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: გუდაური.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრის დახვედრა ღიმილით და კეთილგანწყობით;
** სტუმრებისთვის მენიუს მიხედვით კერძების და სასმელების შეთავაზება;
** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შენარჩუნება;
** ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა;
** უზრუნველყოს შიდა პროცედურის და სტანდარტის დაცვა რესტორანში.

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მიმტანის/ბარმენის პოზიციაზე;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ
მისამართზე: info.geographyhotel@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მიმტანი".

სასტუმრო "GeoGraphy" გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |