www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: The Body Shop
გამოქვეყნდა: 3 იანვარი / განცხადების ვადა: 3 თებერვალი

"ბოდი შოპის" მაღაზიათა ქსელი აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიის დარბაზში თავის მოვლის საშუალებების რეალიზაციაზე ზრუნვა;
** მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის
** შეთავაზება;
** სალაროსთან მუშაობა და რეალიზებული პროდუქციის პროგრამული გატარება;
** დარბაზის თაროებზე პროდუქციის განლაგებასა და ესთეტიკურ იერ-სახეზე ზრუნვა.

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ჰქონდეს გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
** იყოს აქტიური, დადებითი პიროვნება;
** იყოს მომხმარებელზე ორიენტირებული, თავაზიანი;
** ორგანიზებული და აკურატული;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად, გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები, CV შემდეგ მისამართზე: vacancy@gepha.com. გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება "ბოდი შოპის კონსულტანტი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება. რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |