www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: Vestel
გამოქვეყნდა: 3 იანვარი / განცხადების ვადა: 3 თებერვალი

კომპანია შპს "მატექს ჯორჯია", "VESTEL"-ის ბრენდის საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის ქსელი, აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე ვესტელის სათაო ოფისში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი 156
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 5 დღე)
** ანაზღაურება: გამოსაცდელ ვადაში 600 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისის დალაგება-დასუფთავება და სისუფთავის შენარჩუნება დღის განმავლობაში;
** სამუშაო ადგილზე სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** ოფისის მაგიდების პერიოდულად სადეზინფექციო სითხეებით დამუშავება;
** დასუფთავებისთვის აუცილებელი საწმენდი საშუალებების შეკვეთა და მარაგის კონტროლი;
** ოფისის თანამშრომლებისთვის და სტუმრებისთვის ყავა/ჩაის მირთმევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სარეცხ-საწმენდი საშუალებების გამოყენების წესის ცოდნა;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები

** მოწესრიგებული და ორგანიზებული
** ენერგიული
** გუნდური მუშაობის უნარი მქონე

გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ natia.kheladze@mateks.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - VESTEL დიასახლისი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.

ასევე გაცნობებთ, რომ სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |