www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ბურგერ სფეისი
გამოქვეყნდა: 3 იანვარი / განცხადების ვადა: 3 თებერვალი

ბურგერ-კაფე "Burger Space" აცხადებს ვაკანსიას გამოცდილების მქონე მზარეულის (ბურგერი) პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: თვეში 26 დღე.
ანაზღაურება: 5 ლარი საათში. თვეში 1000-1200 ლარი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე, ირაკლი აბაშიძის ქ. 58

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს შეკვეთების მომზადება დადგენილი რეცეპტების მიხედვით, სტანდარტების სრული დაცვითა და მინიმალური დანაკარგით
** აკონტროლოს საჭირო პროდუქტის ხარისხის კონტროლი, ვარგისიანობა და სასაწყობე რაოდენობა
** უზრუნველყოს სამზარეულოს დანადგარებისა და აღჭურვილობის მონიტორინგი
** სამუშაო დღის დაგეგმვა
** მკაცრად აკონტროლოს, რომ ყველა სამუშაო შესრულებულია ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით
** აკონტროლოს ყველა შეკვეთის დროულად/ხარისხიანად დამზადება და მიწოდება.

საჭირო უნარები:

** ბურგერის მომზადების ტექნოლოგიის კარგად ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება და პროცესის სპეციფიკის კარგად ფლობა.
** სიახლეებისა და კრეატიული მიგნებებისადმი მზადყოფნა და მოტივაციის ქონა
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უმაღლეს დონეზე დაცვა
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: burgerspace.ge@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 555 588377 - მარიამი. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |