www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: Beauty Mix
გამოქვეყნდა: 3 იანვარი / განცხადების ვადა: 3 თებერვალი

კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების კომპანია "Beauty Mix" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის და უნაღდო ჩეკის კონტროლი;
** პროდუქციის დახლზე განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** მომხმარებლებთან თავაზიანი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება;
** მომხმარებლისთვის დახლზე განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** სანიტარული და კოვიდ რეგულაციების დაცვა;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** დროისა და საქმის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** მომხმარებლის დაინტერესებისა და კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

პირობები:

** ანაზღაურება: 450 ₾ (ნეტ) + ბონუსი
** კვირაში ერთი დღე დასვენება;
** სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით მორიგეობა

1. 10:00 - 16:00 საათამდე;
2. 16:00 - 22:00 საათამდე;
3. 10:00 - 22:00 საათამდე (კვირაში ერთი დღე);

განიხილება ალტერნატიული გრაფიკის ფორმატიც

სამუშაო მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** სამუშაოს მდებარეობა:
** სავაჭრო ცენტრი "ქარვასლა", G სართული, კომერციული დახლი (კუნძული)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV (ფოტო სურათით) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: beautymix.gm@gmail.com და სათაურის ველში, გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "მოლარე კონსულტანტი".

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |