www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 3 იანვარი / განცხადების ვადა: 3 თებერვალი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, "ორი ნაბიჯის" მაღაზიები
სამუშაო განაკვეთი: 8 საათი/4 საათი, კვირაში 6 დღე
ანაზღაურება: 550 ლარი + ბონუსი/275 + ბონუსი

ჩვენი უპირატესობებია:

** დარბაზის დანაკლისები არ ექვითებათ თანამშრომლებს!
** ყველაზე ხანმოკლე სტაჟირება, რომელიც ანაზღაურდება პირველივე დღიდან!
** მხოლოდ ჩვენს მაღაზიებში აწონილი და დაფასოებული პროდუქცია (გარდა ხილ-ბოსტნეულის);
** დაწინაურების ყველაზე მარტივი და სწრაფი შესაძლებლობა;
** საბონუსე და მზარდი კომპენსაციის სისტემები;
** აღიარების და წახალისების პროგრამები;
** მოქნილი გრაფიკი;
** ყველაზე მეგობრული და შეკრული გუნდი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის მომსახურება;
** სალაროს ოპერაციების წარმოება;
** პროდუქციის მიღება, განლაგება;
** თაროების მოწესრიგების და სისუფთავის უზრუნველყოფა.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ:

** შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: https://career.orinabiji.ge/
** გამოგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე HR1@orinabiji.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი
** დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 032 2 00 22 00 / 595 122 079

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 4 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |