www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება IT დეპარტამენტში
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 3 იანვარი / განცხადების ვადა: 3 თებერვალი

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს სტაჟირებას IT დეპარტამენტში.

კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან პოზიციონირებს და მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-მდე დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-მდე თანამშრომელს და წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით 6 დიდ ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, ზუგდიდი, მარნეული.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენთან დაგხვდება:

** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;,
** მეგობრული სამუშაო გარემო.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის კომპიუტერული ტექნიკის მომსახურება (აწყობა, დიაგნოსტირება, გამართვა);
** სამუშაო ადგილების საჭირო კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფა (დადგმა, შეერთება, შეცვლა);
** მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერა (სატელეფონო ზარების პასუხი, კონსულტაცია, გაუმართაობის დიაგნოსტირება და აღმოფხვრა);
** საჭიროების შემთხვევაში კომპანიის ფილიალებში ვიზიტი;
** სამომხმარებლო პროგრამებში წარმოქმნილი პრობლემების გაანალიზება და გადაჭრა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (განიხილება სტუდენტიც);
** სასურველია ზოგადი განათლება IT სფეროს მიმართულებით;
** Windows, MS Office, Printing Service პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოტივირებული.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელფოსტაზე: recruit@gorgia.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |