www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR კოორდინატორი
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 3 იანვარი / განცხადების ვადა: 3 თებერვალი

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.

"კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის ყოველდღე.

"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თითოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - "კარფური" ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას თბილისში HR კოორდინატორის პოზიციაზე:

ძირითადი ფუნქციები:

** კომპანიის თანამშრომელთა პირადი საქმეების შექმნისა და წარმოების პროცესის უზრუნველყოფა
** სხვადასხვა ტიპის HR დოკუმენტების (შვებულება, დაწინაურება და ა.შ) დროულად შექმნისა და წარმოების უზრუნველყოფა
** სახელფასო ფაილების მომზადებაში მონაწილეობა და მათი ფინანსურ დეპარტამენტთან შედარების უზრუნველყოფა
** თანამშრომელთა აყვანა-დაქირავების პროცესის მართვა - ხელშეკრულებების მომზადება და ადმინისტრირება
** ბიზნეს საჭიროებებიდან გამომდინარე მივლინებებისა და სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის მართვის კონტროლი
** ახალი თანამშრომლების ადაპტაციისა და სოციალიზაციის პროცესში მონაწილეობა - კომპანიის შესახებ სხვადასხვა ტიპის პრეზენტაციების მომზადება და ჩატარება
** კომპანიაში სხვადასხვა ფილიალის მიხედვით არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მოძიებისა და აკუმულირების პროცესის მართვა
** HR დოკუმენტაციის სწორად შენახვისა და დაარქივების უზრუნველყოფა
** კომპანიის ადამიანურ რესურსთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის რეპორტების მომზადება
** კომპანიაში დანერგილ HR სისტემებში ინფორმაციის დროულად და წესის შესაბამისად ასახვის უზრუნველყოფა
** კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან/ფილიალებთან და მათ ხელმძღვანელებთან მჭიდრო კომუნიკაცია
** დარგში არსებული სიახლეებისა და ინოვაციების მუდმივი მონიტორინგი და ხელმძღვანელობისთვის სხვადასხვა იდეების/რეკომენდაციების გაზიარება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია HRM -ის სფეროს მაგისტრის ხარისხი)
** HRM -ის სფეროში მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება
** სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე (ჯგუფის უფროსი/კოორდინატორი და ა.შ.) მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონეზე)
** HR სისტემებში ან/და Excel-ში მუშაობის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word; Power Point)

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტაცია
** გუნდის მართვისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com

წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - HR კოორდინატორი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |