www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ვისტამედი
გამოქვეყნდა: 3 იანვარი / განცხადების ვადა: 3 თებერვალი

კლინიკური ლაბორატორია "ვისტამედი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** კლინიკაში მოსული პაციენტების მიღება შესაბამისი პროცედურების დაცვით;
** სატელეფონო ზარების მიღება და სწორი გადამისამართება, აგრეთვე პაციენტებთან ზარების განხორციელება;
** პაციენტთა სარეგისტრაციო ელექტრონული ბაზის მართვა;
** შიდა დოკუმენტაციისა და ორგანიზაციის ელფოსტაზე შემოსული კორესპონდენციის მართვა - ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში);
** აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Windows, MS Office applications, MS Outlook.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

შერჩევის ეტაპები:

** მიღებული CV-ების გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება;
** სტაჟირების გავლა დიდი დიღმის ცენტრალურ ფილიალში.

სამუშაო საათები:

** სრული: 08:30 საათიდან 19:00 საათამდე
** კვირაში 2 დღე დასვენება

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV/რეზიუმე (ფოტოსურათით) მისამართზე: careers@vistamedi.ge. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ოფის-ადმინისტრატორი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |