www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ონლაინ გაყიდვების მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: ზუმერი
გამოქვეყნდა: 3 იანვარი / განცხადების ვადა: 3 თებერვალი

ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "ზუმერი" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ გაყიდვების მომსახურების სპეციალისტის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://zoommer.ge/

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ონლაინ გაყიდვებისთვის ყოველდღიურად შემოსული შეკვეთების მიღება-დამუშავება;
** შეკვეთებთან დაკავშირებული მიღებული მეილების კონტროლი და უკუკავშირის დაბრუნება;
** პოტენციურ ან არსებულ კლიენტთან ეფექტური, თავაზიანი და კეთილგანწყობილი კომუნიკაცია;
** კლიენტების კვალიფიციური კონსულტირება და ხარისხიანი მომსახურება;
** გასაგზავნად მომზადებული შეკვეთისათვის კურიერის გამოძახება და შემდგომი კონტროლი;
** შეკვეთის მიღება-დამუშავების პროცესში მონაწილე სხვა რგოლებთან მუდმივი კომუნიკაცია.
** საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტებს წარმოება, ;
** უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
** ქართული ენა - სრულყოფილად;
** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარები;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე vacancy@zoommer.ge. გთხოვთ, გამოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "ონლაინ გაყიდვების მომსახურების სპეციალისტი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |