www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სასტუმრო ჰოლიდეი ინნ თბილისი
გამოქვეყნდა: 3 იანვარი / განცხადების ვადა: 3 თებერვალი

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** იღებს შეკვეთებს სტუმრებისგან და უზრუნველყოფს შეკვეთების დროულ მიწოდებას;
** მომხმარებლებს აწოდებს ინფორმაციას ყოველდღიური სპეციალური შეთავაზებების შესახებ;
** სტუმრებს განუმარტავს, თუ როგორ მზადდება მენიუს სხვადასხვა ელემენტები;
** ამოწმებს სტუმრების კმაყოფილებას და პრობლემის არსებობის შემთხვევაში ახდენს მათ გამოსწორებას;
** ამზადებს მაგიდას და ჭურჭელს;
** საჭიროებების გათვალისწინებით ადგენს დასუფთავების გრაფიკს;
** აცილებს სტუმრებს მათ მაგიდებთან;
** ამზადებს ჩეკებს, რომლებშიც მოცემულია საკვების საერთო ხარჯები და დამატებითი გადასახადები;
** სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ინფორმაციას აწოდებს ზედამხედველს.

საჭირო უნარები:

** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** განათლება კვებისა და სასმელის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@hi-tbilisi.com და სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |