www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მექანიკოსი
მომწოდებელი: Gulf Georgia
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი

"გალფ ოილ ინტერნეშენალის" ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში - "სან პეტროლიუმ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის თანამდებობაზე.

ანაზღაურება: 600-700 ლარი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 4 დღე;
ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხამრებელისათვის შესაბამისი პროდუქტის შერჩევა /კონსულტაცია;
** ზეთის შეცვლა;
** ზეთის ფილტრის შეცვლა;
** ჰაერის ფილტრი შეცვლა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური;
** გაწონასწორებული, თავაზიანი;
** მოტივირებული და ორგანიზებული;
** დისციპლინირებული;
** პასუხისმგებლობის მქონე;

დაინტერესებული პირები გთხოვთ გადახვიდეთ ლინკზე და შეავსოთ მონაცემები - https://forms.office.com/r/pSYgdzv1HM

შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ამასთან, ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება;
ანიჭებთ შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით** .

* გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;
** 1 (ერთი) წლის განმავლობაში, შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიაში" თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე [CV], ასევე, თქვენს შესახებ კომპანიაში მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |