www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: ვესტ ინვესტი
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი

კომპანია "ვესტ ინვესტი" დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 100 - მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებსა და ზეთს, რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** უზრუნველყოს შემუშავებული HR პოლიტიკის, პროცედურებისა და დოკუმენტური ფორმების საჭიროებისამებრ განახლება;
** განსაზღვროს პერსონალის შერჩევის მეთოდები და საჭიროებისამებრ წარმართოს შერჩევის პროცესი;
** უზრუნველყოს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება/დასაქმებულისთვის გაცნობა;
** საჭიროებისამებრ უზრუნველყოს შექმნილი სამუშაო აღწერილობების განახლება;
** აკონტროლოს შრომითი ურთიერთობის ვადები და საჭიროებისამებრ მოახდინოს განახლება;
** აწარმოოს HR სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება და რეპორტინგი;
** თანამშრომელთა მოტივაციაზე ზრუნვა;
** დაადგინოს თანამშრომელთა განვითარების საჭიროებები და კოორდინირება გაუწიოს შესაბამისი ტრენინგების დაგეგმვა/ჩატარებას;
** ხელი შეუწყოს არსებული ორგანიზაციული კულტურის შენარჩუნებას.

ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულებით)
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
** "საქართველოს შრომის კოდექსის" ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები.

პიროვნული მახასიათებლები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** ორგანიზებული.

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 09:30-დან  - 18:00-მდე
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ვარკეთილი, კაიროს ქუჩა

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "HR მენეჯერის", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |