www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ოკ ინთერნეიშენალ ფოსტ
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი

ამანათების საერთაშორისო გადამზიდი კომპანია "ოკ ინთერნეიშენალ ფოსტ" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

გამოსაცდელი ვადა: 1 თვე
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 14:00-22:00
ანაზღაურება: საწყისი ანაზღაურება 600 ლარიდან.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი 19ბ.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ამანათების დასაწყობება და სისტემურად აღრიცხვა;
** საწყობის მეთვალყურეობა;
** ამანათების გაცემა;
** სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;

მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;

უნარები და პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა;
** პუნქტუალურობა და ოპერატიულობა;
** დაკვირვებულობა;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სასურველია, კანდიდატი ცხოვრობდეს საბურთალოს ტერიტორიაზე.

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@okipost.com და მეილის სათაურში "Subject" მიუთითოთ: "საწყობის მენეჯერი"

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |