www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ჰიპერმარკეტი Domino
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო "-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

​2015 წლის 23 მაისს შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგ"-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი "დომინო", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ის ტერიტორიაზე. ხოლო 2021 წელს იხსნება რიგით მეორე ჰიპერმარკეტი "დომინო" დიღმის ტერიოტრიაზე.

ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე ისთ ფოინთის და დიღმის ფილიალებში.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მოლარედ მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** 1C პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა - 10:00 - 22:00;
ანაზღაურება: 600 ლარი
სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |