www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება საოპერაციო დეპარტამენტში
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 1 თებერვალი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. "მადარტის" უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

კომპანია "მადარტი" მსურველებს იწვევს ანაზღაურებად სტაჟირებაზე საოპერაციო დეპარტამენტში.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; 09:00-18:00
ანაზღაურება: 350 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებულ სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია;
** წარმოებისა და ლოჯისტიკის სამუშაო პროცესებში აქტიური ჩართულობა;
** სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა;
** ადმინისტრაციული დირექტორისთვის, სხვადასხვა ტიპის სტრატეგიული გეგმების შეთავაზება;
** ადმინისტრაციული დირექტორის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან ფინანსების მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 თებერვლამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე jobs@madart.ge.

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |