www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გამაჯანსაღებელი ცენტრის მიმღები
მომწოდებელი: სასტუმრო რუმს ყაზბეგი
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი

სასტუმრო "რუმს ყაზბეგი" აცხადებს ვაკანსიას გამაჯანსაღებელი ცენტრის მიმღების პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ღიმილითა და თავაზიანი საუბრის მანერით მიესალმოს და მოემსახუროს გამაჯანსაღებელი ცენტრის ყველა სტუმარს,
** იქონიოს ამომწურავი ინფორმაცია გამაჯანსაღებელი ცენტრის მიერ შეთავაზებულ ყველა სერვისზე;
** საჭიროებისამებრ, გაუწიოს კონსულტაცია ცენტრის სტუმრებს გაყიდვების გაუმჯობესების მიზნით;
** უპასუხოს სატელეფონო ზარებს;
** დაიცვას სისუფთავე როგორც საცურაო აუზის გარშემო, ასევე გამაჯანსაღებელი ცენტრის მიმღების მიმდებარე ტერიტორიაზე;
** დარწმუნდეს, რომ აუზის ტერიტორიაზე წინასწარ განსაზღვრულია სტუმრის ადგილი, სავალდებულო დისტანციის დაცვით;
** შეეცადოს, გადაწყვიტოს და აღმოფხვრას გამაჯანსაღებელი ცენტრის სტუმართა ნებისმიერი პრობლემა მშვიდი გაწონასწორებული მანერით.

საჭირო უნარები:

** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** რუსული ენის გამართული ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr.kazbegi@roomshotels.com და სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |