www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტო და ქონებრივი რისკების რეგრესის სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალფა
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი

სს "სადაზღვევო კომპანია ალფა" აცხადებს ვაკანსიას ავტო და ქონებრივი რისკების რეგრესის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

ფუნქციები და მოვალეობები:

** დებიტორებთან ურთიერთობა;
** რეგრესულ მოთხოვნებზე გრაფიკების ცხრილების წარმოება, მუდმივი მონიტორინგი, შეხსენება გადახდებზე და ჩარიცხვების კონტროლი;
** კლიენტებთან გადანაწილებებზე შეთანხმებების მომზადება;
** მოლაპარაკების წარმოება და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება, ვალდებულების შესრულებისა და დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით;
** პრობლემური აქტივების მართვა და ანგარიშების წარდგენა შესრულებულ სამუშაოზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური განათლება;
** სადაზღვევო ან საფინანსო სექტორში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა;
** გაწონასწორებულობა:
** მიზანდასახულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hralpha@alpha.ge. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |